პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

 

შპს „ნოვკომი“ (ს/კ 404535614), იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 100 (შემოდგომში „ავტოსალონი“) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც თქვენი მონაცემების დამუშავებისას მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი).

ზოგადი ინფორმაცია

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის მიზანია, ხელი შეუწყოს ავტოსალონის მიერ, მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევის პროცესში და მომსახურების გაწევის მიზნით მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების გამჭვირვალობა.

ავტოსალონი ამუშავებს თქვენს მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მუშავდება მხოლოდ ის მონაცემები, რაც აუცილებელია ავტოსალონის კანონიერი მიზნების მისაღწევად და მომსახურების გასაწევად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით, ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით.

პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

დაუშვებელია კომპანიამ დაამუშაოს თქვენი მონაცემები წინასწარ განსაზღვრული მიზნისგან განსახვავებული მიზნით, თუ არ აქვს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ თქვენ მონაცემებს და ამისათვის დანერგილი გვაქვს სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები.

პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც მაღალ რისკს უქმნის თქვენს უფლებებსა და თავისუფლებებს, ავტოსალონი ვალდებულია გონივრულ ვადაში შეგატყობინოთ აღნიშნულის შესახებ.

თანამშრომლებმა უნდა დაამუშაონ და გამოიყენონ პერსონალური მონაცემები მკაცრად განსაზღვრული წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად და მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული მიზნებისთვის. წინამდებარე პოლიტიკის ნებისმიერი სახის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, საჭიროების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე შეკითხვა გაქვს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდენი საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით:

ელ-ფოსტის მისამართი: info@peugeot-georgia.ge

ტელეფონის ნომერი: 032 219 21 95

რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ, როგორ და რა მიზნით?

ავტოსალონის მიერ მუშავდება მხოლოდ ის მონაცემები, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით ან რომელთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გასაწევად. 

1.       ტესტ დრაივი

ავტოსალონი ამუშავებსმონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით ტესტ დრაივის დაჯავშნის ან შეტყობინების გამოგზავნის მიზნით განკუთვნილი ველების შევსებისას.

·         სახელი,გვარი.

·         ტელეფონის ნომერი.

·         ელ.ფოსტის მისამართი.

·         შეტყობინებით მოწოდებული სხვა მონაცემები.

2.       შეძენა

ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის შემთხვევაში, ჩვენ ვამუშავებთ, ვაგროვებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით ჩვენი პროდუქტის/მომსახურების მიღების მიზნით, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის წარმოებისას. მსგავსი მონაცემები შეიძლება იყოს:

·         სახელი, გვარი.

·         პირადი ნომერი.

·         მისამართი.

·         ტელეფონის ნომერი.

·         ელ.ფოსტის  მისამართი.

·         სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

·         ავტოსატრანსპორტო საშუალების სახლემწიფო ნომრები.

·         ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემები.

·         ინფორმაცია ნასყიდობის საგნის ღირებულებისა და გადახდის მეთოდებზე.

·         საბანკო ანგარიშის მონაცემები.

·         სხვა ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემებისა, ავტოსალონმა შეიძლება დაამუშაოს თქვენი სხვა მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან/და აუცილებელია მომსახურების გაწევისთვის.

მზა ჩანაწერები (Cookies)

კომპანიის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს. ეს არის მცირე ტექსტური ფაილები, ე.წ. „მზა ჩანაწერები“. ქუქი-ფაილი არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც საიტზე სტუმრობისას იტვირთება და ინახება თქვენს კომპიუტერში, სმარტფონში ან სხვა მოწყობილობაში. ის ეხმარება ვებგვერდს, „დაიმახსოვროს“ თქვენი მოქმედებები და არჩევანი (მაგალითად: ენა, შრიფტის ზომა და სხვა პარამეტრები) გარკვეული დროის განმავლობაში.

ავტოსალონის ვებგვერდი, აღნიშნულ ჩანაწერებს იყენებს, რათა:

·         სისტემამ იმუშაოს გამართულად.

·         სისტემამ დაიმახსოვროს თქვენი რეგისტრაციის მონაცემები ჩვენს ვებსაიტზე თქვენი შემდგომი სტუმრობისთვის.

·         გავიგოთ რომელი გვერდებია ყველაზე პოპულარული, როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე და რომელი ავტომობილის მოდელები ან მომსახურების ტიპი გაინტერესებთ ყველაზე მეტად.

ქუქი-ფაილები არ ინახავს თქვენს პირად მონაცემებს (სახელს, გვარს ან ტელეფონის ნომერს). ისინი ძირითადად აგროვებენ ტექნიკურ ინფორმაციას: თქვენი მოწყობილობის IP მისამართი; ბრაუზერის ტიპი და ვერსია; რეგისტრაციის, ვებგვერდზე გატარებული დრო და ნანახი გვერდები.

თქვენ გაქვთ უფლება არ დაეთანხმოთ ქუქი-ფაილების გამოყენებას. მათი კონტროლი ან წაშლა შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან (Settings). თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ქუქი-ფაილების დაბლოკვის შემთხვევაში, საიტის ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.

რისთვის ვიყენებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

·         ტესტ დრაივის დაჯავშნა.

·         ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა.

·         კომპანიის მომსახურების სრულყოფა და განვითარება.

·         მომხმარებლებისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.

·         პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით. (მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას სარეკლამო SMS -ებზე ან მეილებზე)

·         ნასყიდობის საგანთან, მათ შორის, ნასყიდობის საგნის ღირებულებასთან და გადახდის წესთან დაკავშირებული ინფორმაცია.

·         პროდუქტებისა და მომსახურების სამართავად.

·         ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

·         მომხმარებლის უფლებების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციისთვის.

·         ვებგვერდების განვითარების მიზნით რათა უკეთ იყოს მორგებული მომხმარებლებზე.

·         დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, როგორიცაა ხელშეკრულების დადება ან შესრულება, დამმუშავებლის კანონიერი ინტერესი, სამართლებრივი ვალდებულების შესრულება.

მონაცემების გადაცემა მესამე მხარისთვის

მონაცემების მესამე მხარისათვის გაზიარებისას, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოებოა და კონფიდენციალურობა.

ავტოსალონი უფლებას იტოვებს, მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, მისცეს წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე, შესაბამის სამართალდამცავ თუ სხვა ორგანოებს, დანაშაულის დადგენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით.

                ავტოსალონს უფლება აქვს გადასცეს თქვენი მონაცემები მესამე მხარეებს:

·         გადახდების დამუშავების მიზნით.

·         სახელმწიფო უწყებებს: მომსახურებისს სააგენტოს და მსგავსი უწყებები (ავტომობილის რეგისტრაციის მიზნებისთვის).

·         ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს (განვადების ან დაზღვევის მოთხოვნისას)

·         კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით.

·         საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

·         გადახდების დამუშავების მიზნით.

·         თუ კომპანია გადაწყვეტს გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარეი აქტივები.

ვინაიდან, ავტოსალონი ასოცირდება Peugeot ბრენდთან, შესაძლოა მოხდეს მონაცემთა გაზიარება სათავო ოფისისთვის ან რეგიონალური ჰაბისთვის. საქართველოს საზღვრებს გარეთ მონაცემთა გადაცემა მოხდება მხოლოდ იმ ქვეყნებში რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა შესაბამის დაცვას.

მონაცემთა შენახვის ვადა

ავტოსალონი თქვენს მონაცემებს ინახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. მონაცემების შენახვა, ხდება მომსახურების მთელი პრიოდის განმავლობაში, ასევე, მომსახურების დასრულების შემდეგ სულ მცირე 10 წლის ვადით.

მონაცემთა შენახვის ვადა განსაზღვღულია როგორც შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით. თქვენი მონაცემების შენახვა, შესაძლოა მოხდეს 10 წელზე მეტი ვადითაც, იმ შემეთხვევაში, თუ მოკლებული ვართ წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი მიზეზების გამო.

ვიდეოთვალთვალი ავტოსალონში

ვინაიდან ავტოსალონს დანერგილი აქვს როგორც ორგანიზაციული ასევე ტექნიკური უსაფრთხოების ზომები, ავტოსალონის ახორციელებს ვიდეოთვალთვალს შიდა და გარე პერიმეტრებზე. ვიდეოთვალთვალის მიზანია:

·         უსაფრთხოების დაცვა.

·         საკუთრების დაცვა.

·         საგარანტიო ან სადაზღვევო შემთხვევბის დროს ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში. ვიდეოთვალთვალი არ ხორციელდება იმ ადგილებში რომლებიც განკუთვნილია პირთა პირადი ჰიგიენისთვის ან სხვაგვარად გულისხმობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მაღალ მოლოდინს.

ვიდეოჩანაწერები ინახება არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები ავტომატურად იშლება (გადაიწერება) სისტემის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერი შეიცავს შესაძლო სამართალდარღვევის ნიშნებს ან საჭიროა მტკიცებულების სახით გამოსაყენებლად, მისი შენახვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს შესაბამისი პროცედურის დასრულებამდე.

ვიდეოჩანაწერებზე წვდომა აქვთ მხოლოდ ავტოსალონის უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც აქვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქცია. მონაცემთა გადაცემა მესამე პირებისთვის (მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოები, სადაზღვევო კომპანიები) ხორციელდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) უფლებები

მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს ამუშავებს და ინახავს ავტოსალონი და მოითხოვონ არასრული ან არასწორი ინფორმაციის შესწორება.

მომხარებელს უფლება აქვს მოითხოვოს პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა (გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს თავისი მონაცემების მიღება სტრუქტურირებულ, მანქანურად კითხვად ფორმატში ან მათი სხვა დამმუშავებლისთვის გადაცემა.

თანხმობის გაუქმების უფლება - გააუქმოთ თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (მაგ. თანხმობა მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე, თანხმობა მონაცემთა გადაცემაზე და ა.შ.) ნებისმიერ დროს ახსნა-განმარტების ან დასაბუთების გარეშე (თუ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა მიღებულია). მიუხედავად ამისა, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა ლეგიტიმური საფუძველი, ავტოსალონმა შეიძლება გააგრძელოს პერსონალური მონაცემების დამუშავება, მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გაუქმების შემდეგაც კი

უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (მისამართი: საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. N7) ან სასამართლოს (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).