/image/41/5/peugeot-2008-2016-302-fr.220415.jpg
/image/41/5/peugeot-2008-2016-302-fr.220415.jpg

NEW Peugeot 2008 SUV

2008 SUV

უსაფრთხოება

ქალაქის აქტიური მუხრუჭები

/image/54/2/peugeot_suv2008_layout4-4.220542.jpg

ქალაქის აქტიური მუხრუჭების (ურბანული ავარიის საგანგებო სამუხრუჭე სისტემა) ტექნოლოგია არის ახალი ფუნქცია, რომელიც მუშაობს 30 კმ/სთ ან ნაკლებ სიჩქარეზე, თუ მძღოლს არ აქვს რეაგირების შესაძლებლობა, რაც ეხმარება ქალაქის ქუჩებში ავარიების თავიდან აცილებას ან ან ამცირებს მათ სიმძიმეს.

საქარე მინის დონეზე დამონტაჟებული მოკლე რადიუსის ლაზერული სენსორი (Lidar) გამოავლენს დაბრკოლებებს, როგორიცაა სტაციონალური სატრანსპორტო საშუალება ან ის რომელიც მოძრაობს იმავე მიმართულებით. აღნიშნულ სენსორს შეუძლია ავტომატურად გამოიყენოს მაქსიმალური სამუხრუჭე წნევა, რაც ხელს უწყობს შეჯარების თავიდან აცილებას ან ამცირებს მის შედეგებს დარტყმის სიჩქარის შემცირებით. გარკვეულ გარემოებებში ეს სისტემა იმასაც კი შესძლებს, რომ ავტომატურად შეაჩეროს სატრანსპორტო საშუალება მთლიანად, ამით თავიდან აიცილოს წინიდან ავტომობილთან შეჯახება.

ESP

/image/54/3/peugeot_suv2008_layout1-4.220543.jpg

კომპაქტური SUV PEUGEOT 2008 შემოდის გადართვადი ESP-თი (მდგრადობის ელექტრონული კონტროლი) სტანდარტულ კომპლექტაციაში, მოიცავს ASR ბუქსაობის საწინააღმდეგო სისტემას (სრიალსაწინააღმდეგო), DSC (მდგრადობის დინამიკური კონტროლი), EBA (ექსტრემალური დამუხრუჭების გამაძლიერებელი), ABS (ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემა) და EBFD (სამუხრუჭო ძალვათა განაწილების ელექტრონული სისტემა).

ამორჩეული ძრავის მიხედვით, შესაძლებელია ESP-ს კომბინირება Hill Assisti-თან, რომელსაც მკვეთრად მოჰყავს ავტომობილი უძრაობაში, რაც გაძლევთ დროს გადაადგილოთ თქვენი ფეხი მუხრუჭიდან აქსელერატორზე, როდესაც მანქანა ფერდობზე იწყებს მოძრაობას.

კორპუსის სტრუქტურა

/image/54/4/peugeot_suv2008_layout1-5.220544.jpg

ახალ SUV PEUGEOT 2008-ს აქვს კორპუსის ზემსუბუქი აგებულება ჩაფიქრებული ოპტიმალური სიზუსტისათვის.იგი შემუშავდა, რათა მოახდინოს იმ ენერგიის შთანთქმის მაქსიმალიზაცია, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებებისაგან, რითაც მინიმუმამდე ამცირებს მათ შედეგებს მგავრების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეთათვის.

შედეგი არის მსუბუქი, ძლიერი მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალ მართვას, საწვავის ოპტიმიზირებულ მოხმარებას და მართვის გაძლიერებულ სიამოვნებას.

საჰაერო ბალიშები

/image/54/5/peugeot_suv2008_layout5-2.220545.jpg

შეჯახების შემთხვევისთვის ახალი კომპაქტური SUV PEUGEOT 2008 სტანდარტულ კომპლექტაციაში შიცავს 6 აირბაგს, რითაც უზრუნველყოფს მგზავრების დამატებით დაცვას:

• 2 წინა საჰაერო ბალიში მძღოლისა და წინ მჯდომი მგზავრის თავისა და გულმკერდის დასაცავად წინიდან შეჯახების შემთხვევაში.
• 2 წინა გვერდითი საჰაერო ბალიში მძღოლისა და წინ მჯდომი მგზავრის დასაცავად გვერდიდან დარტყმის შემთხვევაში.
• 2 წინა და უკანა ფარდის საჰაერო ბალიშები წინა და უკანა მგზავრების თავების დასაცავად.

განათების სტატიკური გადაკვეთა

/image/54/6/peugeot_suv2008_layout4-3.220546.jpg

ახლო განათების ფარების ან დღისით მოძრაობის ფარების სახით, როდესაც ჩართულია მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა, ან საჭე აღმოჩნდა მობრუნებული გარკვეული კუთხის მიღმა, ეს ფუნქცია ნისლსაწინააღმდეგო წინა ფარებს საშუალებას აძლევს გაანათონ მოსახვევის შიგა ნაწილი 40 კმ/სთ-ზე დაბალი სიჩქარით მგზავრობისას (მაგ. ქალაქში მოძრაობისას, მიხვეულ-მოხვეულ გზებზე, გზაჯვარედინებზე, ან პარკირების მანევრირებისას).

PEUGEOT SOS კავშირი და დახმარება

/image/54/7/peugeot_suv2008_layout5-3.220547.jpg

PEUGEOT საგანგებო ზარებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის ევროპაში. როდესაც ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს, თქვენ შეგიძლიათ PEUGEOT SOS კავშირის იმედი გქონდეთ სწრაფი რეაგირებისთვის.

• ავტომატური გადაუდებელი ზარი: თუ კი საჰაერო ბალიშები ან პიროტექნიკური ქამრები ამოქმედდება, მანქანა ავტომატურად აგზავნის საგანგებო ზარს - მძღოლის მხრიდან არანაირი ქმედება არ არის საჭირო. PEUGEOT SOS კავშირი შემდგომ განსაზღვრავს ავტომანქანის ადგილმდებარეობას, ამყარებს სატელეფონო კავშირს მის მგზავრებთან და აგზავნის შესაბამის დახმარებას. სატელეფონო კონტაქტი შეიძლება განხორციელდეს ავტომობილის მესაკუთრის მშობლიურ ენაზე.

• ხელით მექანიკურად განხორციელებული საგანგებო ზარი:
თუ თქვენ ხართ მოწმე ან განიცდით კრიტიკულ სიტუაციას (როგორიცაა ავადმყოფობა ან აგრესია), თქვენ შეძლებთ სწრაფად დაურეკოთ PEUGEOT SOS კავშირს. თქვენ მხოლოდ უნდა დააჭიროთ SOS ღილაკს სალონის ნათურის დონეზე 3 წამით.

• ლოკალური დახმარება: თუკი ავტომობილი იმობილიზებული გახდა, თქვენ შეგიძლიათ წამოიწყოთ ზარი სალონის ნათურის დონეზე განლაგებული PEUGEOT -ს ლომის ღილაკზე 3 წამით დაჭერით . ხმოვანი შეტყობინება დაადასტურებს, რომ ზარი გავიდა PEUGEOT- სთან