
ფარები
ახალი SUV Peugeot 2008-ის დინამიკურ ხასიათს მისი ელეგანტური განათება უსვამს ხაზს. ფარების მოყვანილობის წყალობით ავტომობილი კატისებრ გამოხატულებას იღებს.
PEUGEOT 2008 არის კომპაქტური და მყარი ჯიპი, ინოვაციური ექსტერიერით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მას.
მისი დიზაინი ხაზს უსვამს კომპაქტური ჯიპის სეგმენტის მახასიათებელ შტრიხებს და სიძლიერესა და სიმტკიცეს მატებს მათ.
ახალი 2008 თავგადასავლების ძიებისკენ გიბიძგებთ.
მისი ყველა დეტალი გამოხატავს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის მზადყოფნას, იმის მიუხედავად, რა ტიპის გზებზე მოგზაურობთ.
ახალი SUV Peugeot 2008-ის დინამიკურ ხასიათს მისი ელეგანტური განათება უსვამს ხაზს. ფარების მოყვანილობის წყალობით ავტომობილი კატისებრ გამოხატულებას იღებს.
პეჟოს კლასიკური სტილის მიხედვით, უკანა ფარები 3 ბრჭყალს გამოხატავს და თბილი ფერების გამოყენებით 3D ეფექტს იძლევა. უკანა კარი უფრო პრაქტიკულად და ფართოდ იღება.
ახალი წითელი საღებავი, 308 Gti-დან აღებული, პეჟო 2008-ს ცოცხალ ბუნებასა და ძალაუფლებას უსვამს ხაზს.
ავტომობილის კორპუსის ინდივიდუალობის ხაზგასასმელად არჩევანი რვა განსხვავებულ ფერს შორისაა, რომელთაგანაც გვაქვს ხუთი მეტალიკი ფერი, ორი გაუმჭვირვალე ფერი და ერთი სულ ახალი - Emerald Crystal.